კოლუმბიელი ნახევარმცველი ჯონ არიასი ბრაზილიური „ფლუმინენსედან“ ინგლისურ „ვულვერჰემპტონ უონდერერსს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ვულვზის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გახდა ცნობილი.
„ვულვზმა“ კოლუმბიელი ჯონ არიასის ტრანსფერი ბრაზილიური „ფლუმინენსედან“ ოთხწლიანი კონტრაქტით და კიდევ 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივით დაასრულა.
27 წლის თავდამსხმელი გუნდში ამ ზაფხულს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ გადმოვიდა და ანდრესთან, რომელთანაც ის „ფლუმინენსეში“ თამაშობდა, ასევე თავის ეროვნულ გუნდელ იერსონ მოსკერასთან, კვლავ ერთად ითამაშებს..
ცენტრფორვარდის უკან შემტევ ხაზში თამაშის უნარის მქონე არიასმა კოლუმბიასა და ბრაზილიაში თამაშის დროს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ჯილდოები მოიგო და დღემდე 31 საერთაშორისო მატჩი ჩაატარა“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.