„ნიუკასლის“ თავდამსხმელმა ალექსანდერ ისაკმა გადაწყვიტა, არ გააგრძელოს შრომითი კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან. ამის შესახებ Times Sport სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს. შვედი თავდამსხმელი „კაჭკაჭების“ დატოვებაზე ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ და საუდის არაბეთის არაერთი კლუბი ადრე დაინტერესდა მოთამაშით, მაგრამ „ნიუკასლმა“ გადაწყვიტა, არ გაეყიდა თავისი თავდამსხმელი. ამის შემდეგ გამოჩნდა ინფორმაცია მოთამაშის ტრავმისა და აზიაში ამხანაგური მატჩების სერიაზე გამოუცხადებლობის შესახებ.
გასულ სეზონში ისაკმა ყველა ტურნირში 42 მატჩი ჩაატარა, 27 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.