„ბარსელონამ“ კლუბ „ვისელ კობესთან“ საჩვენებელი მატჩის ორგანიზატორებთან უთანხმოება მოაგვარა, ამიტომ იაპონიაში გაფრინდება. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
ადრე კატალონიურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა აზიური ტურის გაუქმების შესახებ, ორგანიზატორებთან ფინანსური შეთანხმებების დარღვევის გამო. ესპანური გამოცემის ცნობით, „ბარსას“ სატიტულო სპონსორი, კომპამია Rakuten დამოუკიდებლად გადახდის დარჩენილ ნაწილს. იაპონურ გუნდთან შეხვედრა კვირას გაიმართება, მაგრამ თავდაპირველად დაგეგმილ დროზე რამდენიმე საათით გვიან.
ამჟამად, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა უნდა შეარჩიოს იმ ფეხბურთელების შემადგენლობა, რომლებიც აზიაში გაემგზავრებიან.