„იუვენტუსმა“ ზაფხულის პოტენციურ შენაძენებად განიხილა „ბოლონიის“ თავდამსხმელის სანტიაგო კასტროს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის რასმუს ჰოილუნდის კანდიდატურები, თუმცა „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა კონკრეტულად სთხოვა კლუბს, რომ პირველ რიგში ყურადღება პსჟ-დან რანდალ კოლო მუანის მიაქციონ. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იტყობინება.
წყაროს ცნობით, ფრანგი თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერის გარიგება შესაძლოა აგვისტომდე გაგრძელდეს პარიზულ კლუბთან რთული მოლაპარაკებების გამო.
ადრე „იუვენტუსმა“ თავდამსხმელი ჯონათან დავიდი დაიმატა, თუმცა იტალიური გრანდი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის.
შარშან იანვარში კოლო მუანი ტურინულ კლუბში იჯარით გადავიდა. მან ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.