ფეხბურთი

18:53 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ შესაძლოა ოთხგზის ინგლისის ჩემპიონი დაიქირავოს

„ბაიერი“ დაინტერესებულია „ჩელსის“ 30 წლის თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის, ამ ზაფხულს იჯარით აყვანით. ამის შესახებ ინფორმაციას Caught Offside ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გარიგებას ართულებს „ლურჯების“ სურვილი, ინგლისელი ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ გაყიდონ. გარდა ამისა, სტერლინგს მაღალი ხელფასი აქვს. თავის მხრივ, ლევერკუზენური კლუბი მზადაა გარემარბი მხოლოდ იმ პირობით იქირავოს, თუ მისი ხელფასის ნაწილს „ჩელსი“ დაფარავს. შესაძლო კომპრომისზე მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს მომავალში გაიმართოს.

გასულ სეზონში სტერლინგი „არსენალში“ იჯარით თამაშობდა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში სტერლინგი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161252