„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ ზურგის ოპერაციას გაიკეთებს, რის შედეგადაც ის დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
„ბარსელონას“ ფერებსა და მაისურს სიამაყით ვიცვამ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, წარმატების მომენტებსა და ყველაზე რთულ დღეებში. დღეს ჩემთვის რთული დღეა პირად დონეზე.
ფიზიკურად და სპორტულად, თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობ, მაგრამ სამწუხაროდ, ტკივილი კვლავ მაქვს. „ბარსელონას“ სამედიცინო გუნდთან და გარე სპეციალისტებთან საფუძვლიანი კონსულტაციების შემდეგ, დაასკვნეს, რომ სრული გამოჯანმრთელების ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა ზურგის ოპერაციაა.
მოედანს ზურგის ბოლო ოპერაციიდან 66 დღის, თითქმის ორი თვის შემდეგ დავუბრუნდი, მაგრამ ამჯერად ექიმები ფიქრობენ, რომ უსაფრთხოდ და სიფრთხილით გამოჯანმრთელებას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.
ემოციურად ძალიან რთულია იმის ცოდნა, რომ ამ დროის განმავლობაში გუნდს ვერ დავეხმარები, მაგრამ საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ასატანია და დაბრუნების გზა უკვე მონიშნულია.
ჩემი გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით და გულის სიღრმიდან გიხდით მადლობას, ძვირფასო „ბარსელონას“ გულშემატკივრებო, თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის. ნუ ღელავთ - მე დავბრუნდები!“ - დაწერა გერმანელმა ფეხბურთელმა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).