ფეხბურთი

20:26 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუა სლოვაკურ გუნდში გადავიდა

გიორგი გაგუა კარიერას სლოვაკურ „დუნაისკა სტრედაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურიად დადასტურდა.

ქართველი ფორვარდი „დუნაისკა სტრედას“ ხორვატული „ისტრადან“ შეუერთდა.

„ძალიან დიდ პატივია და გამიმართლა, რომ ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ. პირველივე წუთიდან ვიგრძენი, რომ აქ ყველამ კარგად მიმიღო და ყველა მეხმარება. კლუბის შესახებ მეტი გავიგე მას შემდეგ, რაც ჩემი თანაგუნდელი ცოტნე კაპანაძე წლის დასაწყისში აქ გადმოვიდა და ის, რაც ვნახე, მხოლოდ ადასტურებს მის სიტყვებს აქაური შესანიშნავი ინფრასტრუქტურისა და პირობების შესახებ. გუნდს სერიოზული პოტენციალი აქვს და ჩემი მიზანია დავეხმარო მათ მიზნების მიღწევაში“, - თქვა გიორგიმ.

„გიორგი ისეთი ტიპის მოთამაშეა, რომელსაც აქტიურად ვეძებდით: თანამედროვე, ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი, პოტენციალით და კარგი ტექნიკური უნარებით. მისი მოსვლა ასევე რამდენიმე ტაქტიკურ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ მას უკვე აქვს გამოცდილება ესპანეთში, ხორვატიასა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის. მისი თვისებები ჩვენი კლუბის ხედვას შეესაბამება. დარწმუნებულები ვართ, რომ გიორგი ჩვენთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდება და მოუთმენლად ველით მის განვითარებაში წვლილის შეტანას აქ“, - დასძინა კლუბის გენერალურმა დირექტორმა იან ვან დაელმა.

შეგახსენებთ, რომ „დუნაისკა სტრედაში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ცოტნე კაპანაძე თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.0939