ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიასთან“ პირველი მატჩი წააგო, თუმცა, უიმედო ვითარებაში სულაც არაა.
კვიპროსულმა გუნდმა 1:0 მოიგო, რამაც „ტორპედო“ ბრძოლაში დატოვა და ყველაფერი ქუთაისში გაირკვევა. „ომონია“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ უშანსოდ არც იმერული კლუბი ყოფილა.
ნიქოზიელები უპირატესობას განსაკუთრებით მატჩის სტარტზე ფლობდნენ, როცა ოთო გოშაძემ რამდენჯერმე შესანიშნავად ითამაშა. თუმცა, „ტორპედოს“ მეკარე მეოცე წუთზე ვერაფერს გახდა, როდესაც სტევან იოვეტიჩის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა გოლი აღარ გასულა და 1:0.
საპასუხო მატჩი ქუთაისში, ერთ კვირაში, 31 ივლისს გაიმართება და გაირკვევა ორმატჩიანი რაუნდის გამარჯვებულიც.