ფეხბურთი

23:07 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" ლატვიაში დამარცხდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გორის „დილა“ სტუმრად ლატვიურ „რიგასთან“ დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და „დილას“ მეკარემ დავით კერესელიძემ თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა. თუმცა, „რიგამ“ ტაიმი მაინც მოიგო, რომლის კომპენსირებულ მეექვსე წუთზე რეჯინალდო რამირესმა შეძლო გოლის გატანა და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარშიც ისევ ლატვიელები ფლობდნენ უპირატესობას, მეორეც გაიტანეს, ამჯერად თავი იაგო სიკეირამ გამოიჩინა. თუმცა, გორის „დილა“ არ დანებდა, 86-ე წუთზე დეო ბასინგამ დალაშქრა მასპინძელთა კარი და სხვაობა შეამცირა.

საბოლოოდ, „დილამ“ 1:2 წააგო, მაგრამ რა თქმა უნდა, გორში, სიტუაციის შეცვლის შანსი ექნება. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 31 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170448