ფეხბურთი

0:20 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ომონიას" მწვრთნელი: "კმაყოფილი ვარ, მაგრამ შეგვეძლო უფრო ბედნიერი ვყოფილიყავით"

ნიქოზიის „ომონიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოსთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია, მაგრამ უფრო ბედნიერი იქნებოდა, საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინათ.

„ვერ გამოვიყენეთ საგოლე მომენტები, დავუშვით შეცდომები. უნდა გავაუმჯობესოთ შეტევის დასრულების ფაზაში და გავიტანოთ მეტი გოლი. გამარჯვება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წაგება და ბედნიერი ვარ გამარჯვებით.

გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, თუმცა უფრო ბედნიერები შეგვეძლო ვყოფილიყავით, მეტი გოლის გატანის შემთხვევაში. საერთო ჯამში, თამაშს ვაკონტროლებდით, მეტოქისთვის ბევრი შანსი არ მახსოვს. მეტი გოლის გატანის შემთხვევაში, ნამდვილად უკეთეს პოზიციაში ვიქნებოდით. კარგად ვითამაშეთ, გოლი იოვეტიჩის ლამაზი დარტყმით გავიტანეთ. უფრო მეტად ვინერვიულებდი, თუ მომენტებს ვერ შევქმნიდით.

შესაძლოა, „ტორპედო“ ფიზიკურად უფრო იყო მომზადებული, რადგან მატჩის ბოლოს გვაჯობა. ასევე, ეს სიცხემაც გამოიწვია, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. ჩვენთვის ეს პირველი ოფიციალური თამაში იყო. თუმცა არ ვიცი, ეს იყო თუ არა მიზეზი. ვიგებდით, მეტოქეს უფრო აგრესიულად თამაში სურდა, ჩვენ კი, რისკზე წასვლა არ გვინდოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბურთი მათ ჰქონდათ, ჩვენ კომფორტულად ვგრძნობდით თავს, არ გავრისკავდით. ნამდვილად გვინდოდა, რომ ბურთი გვქონოდა. მაგრამ როდესაც 1:0-ს იგებ, ეს შეიძლება მოხდეს“, - თქვა ბერგმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 31 ივლისს, ქუთაისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093111