ფეხბურთი

1:25 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის შესანიშნავი გოლი კონფერენს ლიგაზე (+VIDEO)

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ საკუთარ მოედანზე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ 2:1 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა კი გოლი გაიტანა.

გულიაშვილმა რუმინელთა კარი მატჩის მეოცე წუთზე ეფექტური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახადა. ახალ სეზონში გიორგიმ პირველი გოლი შეაგდო. მექვაბიშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო.

სლოვაკური „ჟილინა“ სტუმრად პოლონურ „რაკუვთან“ 0:3 დამარცხდა. „ჟილინას“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ. გიორგი მოისწრაფიშვილის „სპარტაკ ტრნავამ“ სტუმრად 2:1 სძლია მალტურ „ჰიბერნიანსს“, ხოლო ქართველი ნახევარმცველი თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო.

ევროპა ლიგაზე დონეცკის „შახტარმა“ სტამბოლში „ბეშიქთაში“ 4:2 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპისკენ. გიორგი გოჩოლეიშვილმა მხოლოდ 88-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ირაკლი აზაროვი თადარიგში დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099416