მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ სპორტული ზეიმი. ყველა დიდი ჩემპიონატის დროს იზრდება მოთხოვნა მეძავების მომსახურებაზე, რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ და სამართლებრივ პრობლემებსაც წარმოშობს. ამიტომაც, როგორც ქალაქები და სტადიონები ემზადებიან მომავალი მუნდიალის მასპინძლობისათვის, ასე ემზადება სექს-ინდუსტრიაც ახალი „კლიენტებისთვის“.
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება სამ ქვეყანში – აშშ-ში მექსიკასა და კანადაში, თუმცა ძირითადი მასპინძელი მაინც აშშ არის. აშშ-ში პროსტიტუცია ფედერალურად არალეგალურია, თუმცა ნევადის შტატში ნაწილობრივ ლეგალიზებულია ბორდელების მუშაობა.
დიდ ქალაქებში, როგორიცაა ლოს-ანჯელესი, მაიამი, ნიუ-იორკი, ბოსტონი და ატლანტა (სადაც ჩატარდება მატჩები) წლებია ფუნქციონირებს ორგანიზებული და არაორგანიზებული ესკორტ-სერვისები. პროგნოზების მიხედვით, 2026 წლის ზაფხულში მობილიზდება ათასობით სექს-მუშაკი სხვა შტატებიდან და ლათინური ამერიკიდან. პირველ რიგში მექსიკიდან, კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებით „ციფრული“ იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ მატჩის ბილეთებს და ფან-სივრცეებს, არამედ სექს-სერვისებსაც. სავარაუდოა, რომ მრავალი სახის სექსუალური მომსახურების სერვისი ინტერნეტში გადაინაცვლებს.