სხვა

10:30 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას დასცინა (VIDEO)

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის სომეხმა მებრძოლმა არმან ცარუკიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც დივიზიონის ქართველ ჩემპიონს ილია თოფურიას დასცინა.

"ილია, ილია, ნუ გარბიხარ, შენ კარგი ბიჭი ხარ, არ ინერვიულო, მე ყველაფერს ძალიან მალე დავასრულებ" - ამ სიტყვებს ამბობს ცარუკიანი ვიდეოში.

ამ ყველაფრით, სომეხი მებრძოლი იმაზე მიანიშნებს, რომ თითქოს ილია თოფურია მასთან ბრძოლას გაურბის.

ცნობისთვის, ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა. ქართველმა განაცხადა, რომ ცარუკიანთან ბრძოლას ურჩევნია ქამარი ვაკანტური გახადოს, რადგან დიდია შანსი არმანი ბრძოლას ბოლო დღეს ჩაეხსნას.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.130577