ფეხბურთი

11:15 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ საკუთარი თავი ინდოეთის ნაკრებს შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

45 წლის ესპანელმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა საკუთარი თავი ინდოეთის ეროვნულ ნაკრებს შესთავაზა, თუმცა მალევე მყისიერი უარი მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ. მათი ცნობით, უარის მიზეზი ჩავის მაღალი ხელფასი იყო, რომლის გადახდასაც ინდოეთის ფეხბურთის ფედერაცია ვერ შეძლებდა.

შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჩავი "ალ-სადს" და "ბარსელონას" წვრთნიდა, 2024 წლის ზაფხულის შემდეგ ის უმუშევარია და როგორც ჩანს მას დაბრუნება სურს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.1868