ფეხბურთი

12:10 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრეა პირლო არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბში იმუშავებს

46 წლის ანდრეა პირლომ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა, იტალიელმა სპეციალისტმა ოფიციალურად არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ "იუნაიტედთან" გააფორმა კონტრაქტი. აღნიშნული ინფორმაცია თავად კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა.

"ანდრეა ჩვენი კლუბის ღირებულებებსა და ამბიციებს განასახიერებს და გვჯერა, რომ ის ჩვენი ახალ დონეზე ასვლის მთავარი ფიგურა იქნება. კეთილი იყოს შენი ამ კლუბში მობრძანება." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირლოს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "იუვენტუსში", "კარაგუმრუკში" და "სამპდორიაში" უმუშავია. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.180673