მას შემდეგ, რაც ალექსანდერ ისაკმა "ნიუკასლის" დატოვების სურვილი ღიად დააფიქსირა, "ინგლისელები" ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან. როგორც ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მათი მთავარი სამიზნე "ლაიფციგის" სლოვენიელი ფეხბურთელი ბენჟამინ სესკოა.
წყაროს ცნობით, "კაჭკაჭები" ფეხბურთელს პირადად უკვე დაუკავშირდნენ და კლუბის მიზნები და პროექტი წარუდგინეს. სლოვენიელი ფეხბურთელის სათამაშო სტილი ზუსტად ჯდება "ნიუკასლის" ფილოსოფიაში, თუმცა ყველაფერი თავად სესკოზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის, შვედი თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკის დამატებით არაერთი კლუბი ინტერესდება, მათ შორის "ბარსელონა" და მანჩესტერ "იუნაიტედი".
ბენჟამინ სესკო "ლაიფციგის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და თავი 21 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.