ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა, ამასთან ერთად სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა.
გამოცემამ საუკეთესო ფეხბურთელად "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი დაასახელა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ლუის ენრიკეს ერგო, რომელმაც "პარი სენ-ჟერმენს" ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ამასთან ერთად პარიზულმა კლუბმა კიდევ სამი ტიტულის მოპოვება შეძლო.
ესპანური გამოცემის მიხედვით 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული შემდეგაირად გამოიყურება:
მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
მცველები - ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ნუნო მენდეში (პსჟ).
ნახევარმცველები - ფაფიან რუისი (პსჟ), ვიტინია (პსჟ), პედრი, რაფინია (ორივე ბარსელონა).
თავდამსხმელები - კილიან მბაპე (რეალი), ლამინე იამალი (ბარსელონა), უსმან დემბელე (პსჟ)
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა გასულ სეზონში 55 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ასევე ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია.