სხვა

15:09 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "რუს მებრძოლთან დაპირისპირება, ჩვენთვის სპორტზე მეტია" (+VIDEO)

UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეტ სერას პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც მერაბმა საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც რუს მებრძოლს უპირისპირდება, ეს სპორტზე მეტია.

"რუსეთი ჩვენი მეზობელია, მაგრამ ისინი უბრალოდ მოძალადეები არიან. ჩვენ პრობლემები გვაქვს არა რუს ხალხთან, არამედ პოლიტიკოსებთან და ცუდ ადამიანებთან, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენს ქვეყანას. მათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებული აქვთ. ყოველთვის, როდესაც საქმე რუს მებრძოლთან დაპირისპირებას ეხება, ეს სპორტზე მეტია. მაგალითად, თუ საფეხბურთო მატჩს წააგებთ, ეს თამაშია - მაგრამ სპორტის ამ სახეობაში საქმე სხვაგვარადაა, რადგან ეს ბრძოლაა", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაცვას 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ შეეცდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091459