ფეხბურთი

16:06 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "ვიცი, რა მნიშვნელობის დაპირისპირებაა "ბენფიკასთან", იმედი მაქვს ამ მომენტით დავტკბები"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სპორტინგის" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიურ გაზეთ "სპორტინგს" ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კომენტარი 31 ივლისს "ბენფიკასთან" გასამართ მატჩზე გააკეთა.

"სიმართლე ისაა, რომ აწმყოთი ცხოვრება ძალიან მსიამოვნებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ შენი გონება მომავალზე ან წარსულზეა ორიენტირებული, ეს იმას გართმევს, რაც ახლა გაქვს. „სპორტინგთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, „ლევანტეს“ მაისურის ტარება გავაგრძელე და დიდ პატივს ვცემ კლუბს, რომელმაც ამდენი რამ მომცა. არასწორი იქნებოდა სხვაგვარად ფიქრი. რა თქმა უნდა, მოტივაციას ის იძლეოდა, რომ მომდევნო სეზონში „სპორტინგში“ მეთამაშა, მაგრამ აუცილებელია დავაფასოთ ყველაფერი, რასაც კლუბი გვაძლევს. უბრალოდ მინდოდა დავხმარებოდი ჩემს ყოფილ კლუბს, რომელიც ყოველთვის ჩემს გულთან ახლოს იქნება, ესპანეთის პირველ დივიზიონში დაწინაურების ოცნების ასრულებაში. ვიცოდი, რომ აქ ჩამოსვლისას ჩემი გონება მთლიანად ორიენტირებული იქნებოდა, ჯერ გუნდთან ადაპტაციაზე, შემდეგ კი იმ მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანაზე, რასაც ეს სამკერდე ნიშანი წარმოადგენს.

უპირველეს ყოვლისა, გამიმართლა, რომ აქ ვარ და ასეთ შესანიშნავ კოლეგებთან ერთად გასახდელს ვიზიარებ.აქ ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ კლუბის წევრი მრავალი წელი ვიყავი და ამის მიღწევა ადვილი არ არის. ადაპტაციის გავლაში არა მხოლოდ პერსონალი, არამედ მთელი კლუბი. ჩემი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელიც დამეხმარა. მჯერა, რომ ერთად ძალიან ბევრს მივაღწევთ.

"რაც შეეხება, "ბენფიკასთან" მატჩს, ჩვენ ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი თამაშია, როდესაც ჩვენი ქალაქის გუნდს უპირისპირდები. იმედი მაქვს, ამ მომენტით ნამდვილად დავტკბები და მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვებით ორმაგად ვისიამოვნებ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩოარაშვილი "სპორტინგის" რიგებს მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა, ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ოფიციალურ მატჩში სწორედ "ბენფიკას" წინააღმდეგ შედგება, მატჩი 31 ივლისს 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.055434