"სპორტინგის" ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოცნება პორტუგალიის სუპერთასის მოგებაა, რომლისთვისაც რამდენიმე დღეში "ბენფიკას" დაუპირისპირდება.
„ჩემი პირველი ოცნებაა [სუპერთასზე] "ბენფიკას" წინააღმდეგ გამარჯვება. ეს ყველაზე ახლოს მიმავალი მიზანია. შემდეგ, ჩვენ გვაქვს ჩემპიონატი, რომელშიც უნდა ვიასპარეზოთ და მოვიგოთ, უეფას ჩემპიონთა ლიგა, რომელშიც უნდა ვითამაშოთ. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ გასასვლელი.
ვგრძნობ, რომ გასახდელში ძალიან მშვიდი და თავდაჯერებული სიტუაციაა. ეს კი მეც იმავე სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას გადმომცემს. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი თამაშია, როდესაც შენი ქალაქის გუნდს უპირისპირდები. იმედი მაქვს, ამ მომენტით ნამდვილად დავტკბები და, რა თქმა უნდა, როდესაც გავიმარჯვებთ, სიამოვნება ორმაგდება. მჯერა, რომ მზად ვართ და რომ მანამდე კიდევ უფრო მომზადებულები ვიქნებით“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
"სპორტინგისა" და "ბენფიკას" მატჩი პორტუგალიის სუპერთასზე 31 ივლისს დაუპირისპირდება.