ფეხბურთი

19:11 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისაკს "ლივერპულში" გადასვლა სურს

„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელ ალექსანდრ ისაკს „ლივერპულში“ გადასვლა სურს.

სკანდინავიელმა კლუბს უკვე აცნობა, რომ წასვლა უნდა და მისი პრიორიტეტი „წითლებში“ გადაბარგებაა. ისაკის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს „ალ ჰილალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერი“ არ აწარმოებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობა გავრცელდა.

თავის მხრივ, „ლივერპული“ მზადაა შვედი დაიმატოს და ძალიან სოლიდური თანხა, 170 მილიონი ევრო გადაიხადოს. ცოტა ხნის წინ უგო ეკიტიკეს ტრანსფერის მიუხედავად, არნე სლოტის გუნდი ისაკის დამატებასაც აპირებს.

ალექსანდრ ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და 109 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სოსიედადის“, „დორტმუნდის“, „ტილბურგის“ და „აიკის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090182