ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მორი საშეჯიბრო დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა, რომლებიც ისევ ძიუდოისტების აქტივშია.
90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ზურაბაშვილმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ხოლო იოანე აბალაკმა ბრინჯაო დაისაკუთრა.
საქართველოს დელეგაციის აქტივში ამჟამად 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისს დასრულდება.