ფეხბურთი

23:00 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ კლუივერტის შვილი "ლიონში" გადავიდა

„ლიონმა“ ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის შვილი, რუბენ კლუივერტი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

24 წლის ცენტრალური მცველი „ლიონმა“ პორტუგალიური „კაზა პიადან“ 4 მილიონ ევროდ დაიმატა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ფეხბურთელმა 21-ნომრიანი მაისური მოირგო.

რუბენ კლუივერტი „აიაქსის“ აღზრდილია, ასევე ითამაშა „უტრეხტსა“ და „დორდრეხტში“. ის „ლიონის“ ისტორიაში მეოთხე ნიდერლანდელი ფეხბურთელი გახდა. მიშელ ვალკეს, კენი ტეტესა და მემფის დეპაის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167979