ფეხბურთი

0:03 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ფრანგი მცველი დაიმატა

21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ლენი მანისა კარიერას „დილაში“ გააგრძელებს.

ახალგაზრდა უკანახაზელს საკმაოდ კარგი კარიერა უმაგრებს ზურგს: ლენიმ თამაში „გენგამის“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც „პარი სენ-ჟერმენის“ 19 წლამდე გუნდში გადაბარგდა და გუნდთან ერთად ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა.

შემდეგი ნაბიჯი მის კარიერაში იტალიური „პარმა“ იყო, რომლის რიგებშიც როგორც ასაკობრივ, ასევე მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც გახლდათ, ბოლოს კი ბერძნულ „აეკში“ თამაშობდა.

ლენი მანისას აქვს სანაკრებო გამოცდილებაც, იგი საფრანგეთის 17 წლამდე ნაკრების წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09806