ავსტრიის თასის 1/32 ფინალში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ბიშოფშოფენი“ 4:0 გაანადგურა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა - გოლით.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მეცხრე წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა. გრაცელებმა 3 გოლი საწყის 13 წუთში შეაგდეს და მატჩს ინტრიგა მოუკლეს, ხოლო შეხვედრის მიწურულს სხვაობა ოთხამდე გაზარდეს.
„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატს პირველ აგვისტოს, სტუმრად „ლასკის“ წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს.