ფეხბურთი

1:16 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო დე პაული MLS-ში ითამაშებს

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი როდრიგო დე პაული კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის ფეხბურთელმა მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა და ამერიკას მიაშურა, სადაც ლიონელ მესისთან ერთად, ხავიერ მასკერანოს ხელმძღვანელობით ითამაშებს.

როდრიგო დე პაული „ატლეტიკოში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 187 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე ის „უდინეზეს“, „ვალენსიას“ და „რასინგის“ ღირსებას იცავდა. არგენტინის ნაკრებში მას 78 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170252