ფეხბურთი

12:25 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ამ ეტაპზე ჩვენთვის სატრანსფერო ბაზარი დახურულია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მისი კლუბისთვის სატრანსფერო ფანჯარა ამ ეტაპზე დახურულია.

როგორც მან აღნიშნა, შემადგენლობა ძლიერია და უკვე გააძლიერეს ის პოზიციები, რაც გაძლიერებას მოითხოვდა:

„ჩვენი მთავარი ინტერესი და მიზანი გასული სეზონის შემადგენლობის შენარჩუნება იყო. გვინდოდა გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება იმ მოთამაშეებთან, რომლებიც გვყავდა და სწორედ ამიტომ, ბევრი შემოთავაზება არც კი განვიხილეთ. მწვრთნელმა შეტევის გაძლიერება გვთხოვა, მარკუს რეშფორდთან ერთად გავძლიერდით. დეკუს ხედვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან დაკავშირებით, გადამწყვეტი იყო მეკარის პოზიციის გასაძლიერებლად. ჟოან გარსია „ბარსელონას“ გულშემატკივრებს გაახარებს. რუნი ბარჯის მიმართაც დიდი იმედი არსებობს, რადგან ის ფეთქებადი მოთამაშეა, ისეთი მოთამაშე, რომლის თამაშიც გსურთ ნახოთ. ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ამ ეტაპზე ტრანსფერები არ განიხილება“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093231