ჟოაო ფელიქსი ძალიან ახლოსაა „ბენფიკაში“ დაბრუნებასთან. პორტუგალიელი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს „ჩელსიდან“ 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
ფელიქსი „არწივებთან“ კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ის „ბენფიკას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2018-2019 წლების სეზონში 43 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
ჟოაო ფელიქსმა ამის შემდეგ „ატლეტიკოში“, „ჩელსიში“, „ბარსელონასა“ და „მილანში“ ითამაშა.