„ლაიფციგის“ ფეხბურთელი ხავი სიმონსი შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, თუმცა მოლაპარაკებები პოზიტიური მიმართულებით მიდის.
რაც მთავარია, ნიდერლანდელ ფეხბურთელს „ჩელსიში“ გადასვლა სურს და პირად კონტრაქტზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწული აქვს.
ხავი სიმონსი პსჟ-ს აღზრდილია, შემდეგ პსვ ეინდჰოვენში ითამაშა, ხოლო 2023 წლიდან „ლაიფციგის“ მაისურით 76 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.