„ლივერპულმა“ ჰონგ კონგში ამხანაგური მატჩი ჩაატარა „მილანის“ წინააღმდეგ და 2:4 დამარცხდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში ალისონი იყო, რომელსაც მე-10 წუთზე გოლი რაფაელ ლეაომ გაუტანა. მალევე წითლებმა დომინიკ შობოშლაის გოლით გაათანაბრეს.
მეორე ნახევრის სტარტიდან ალისონი მამარდაშვილმა შეცვალა. ქართველმა მეკარემ „ლივერპულში“ პირველი გოლები გაუშვა: ჯერ რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გაუტანა, ხოლო შემდეგ ნოა ოკაფორმა, რომელმაც ანგარიში 3:1 გახადა.
მატჩის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ კოდი გაკპომ შეამცირა სხვაობა, ხოლო შემდეგ ნოა ოკაფორმა დუბლი შეასრულა. ბოლო გოლი მამარდაშვილის შეცდომაც ნაწილობრივ იყო, კოსტას ციმიკასთან ერთად და შვეიცარიელმა ცარიელ კარში გაიტანა.
„ლივერპული“ 30 ივლისს, „იოკოჰამას“ შეხვდება, 4 აგვისტოს „ბილბაოს“, ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასთან“ მატჩით დაიწყებს. პრემიერლიგის პირველ ტურში არნე სლოტის გუნდი 15 აგვისტოს, „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.