"ლიონმა" სტუმრად "ჰამბურგთან" ამხანაგურ მატჩი გამართა, რომელიც 4:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმი ითამაშა და მეტოქის კარი 42-ე წუთზე ახლო მანძილიდან, მალიკ ფოფანას კარგი პასით დალაშქრა.
„ლიონი“ 30 ივლისს „მალიორკას“ გაეჯიბრება, 2 აგვისტოს - „ბაიერნს“. ლიგა 1-ის პირველ ტურში პაულუ ფონსეკას გუნდი 16 აგვისტოს, „ლანსს“ ესტუმრება.