ფეხბურთი

19:48 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდი ბაბუა გახდა

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი ბაბუა გახდა, რის შესახებაც ყოფილმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელებში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვრამდე მერსისაიდერების ლეგენდა საუდის არაბეთში „ალ-იტიფაკის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, რის შემდეგაც მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტეს კონტრაქტი. მანამდე 45 წლის მწვრთნელი „ასტონ ვილასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ წვრთნიდა, რომელთანან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. სტივენი ასევე „ლივერპულის“ აკადემიაში მუშაობდა, 17 სეზონის განმავლობაში კი მთავარ გუნდში თამაშობდა. ყოფილმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე „წითლების“ რიგებში 701 მატჩის ჩატარება მოახერხა და 186 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09595