„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, დღეს, 26 ივლისს, აზიურ ტურნეში „მილანთან“ მარცხის შემეგ (2:4), ამ ზაფხულს ცენტრალური მცველის შეძენის აუცილებლობაზე ისაუბრა. გუნდს ამ პოზიციაზე მხოლოდ სამი მოთამაშე ჰყავს: ვირჯილ ვან დეიკი, ჯოზეფ გომესი და იბრაჰიმა კონატე.
„ვუყურებ სათადარიგოთა სკამს და არ მგონია, რომ ცენტრალური მცველის პრობლემა გვქონდეს! რაც შეეხება გუნდის სიღრმეს? სხვათა შორის, რაიანმა (გრავენბერხმა) დღეს აჩვენა, რომ შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. მან ეს გასულ სეზონშიც გააკეთა. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მას ექვსი ნომრის პოზიციაზე ვამჯობინებთ. ვატასაც (ენდოს) შეუძლია იქ თამაში. ჯო გომესს მხოლოდ მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ გასულ სეზონშიც კარგად ითამაშა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი ვარიანტები. მაგრამ ჯარელ ქუანსა წავიდა და ჯერ მისი შემცვლელი ვერ ვიპოვეთ“, - ციტირებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი სლოტის სიტყვებს.
მანამდე, „ბაიერში“ გადავიდა მცველი ჯარელ ქუანსა, რომელიც „მერსისაიდერების“ აღზრდილი გახლავთ.