ფეხბურთი

22:41 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჟირონა“ დათანხმდა ლემარის მადრიდის „ატლეტიკოდან“ იჯარით აყვანას

„ჟირონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ ტომ ლემარს იჯარით აიყვანს. ამის შესახებ ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

მოთამაშის საიჯარო ხელშეკრულება მის ახალ გუნდთან 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, „ჟირონა“ მისი ხელფასის 50%-ს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ლემარი დედაქალაქურ გუნდში 2018 წელს 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა „მონაკოდან“, რომლის განმავლობაშიც მან ესპანეთის ჩემპიონატში 125 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ფრანგმა 2020/2021 წლების სეზონში ლა ლიგა მოიგო. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა, უგოლოდ.

თეგებიტომ ლემარი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.082165