ფეხბურთი

23:09 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვიქტორ დიოკერეში „არსენალის“ ფეხბურთელია

შვედი თავდამსხმელი ვიქტორ დიოკერეში ლონდონის „არსენალს“ პორტუგალიური „სპორტინგიდან“ შეუერთდა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია. როგორც მედიაში ადრე იყო ნათქვამი, „მეთოფეებმა“ 27 წლის თავდამსხმელის ტრანსფერში 63,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„ძალიან კმაყოფილები ვართ ვიქტორ დიოკერეშის „არსენალში“ მოსვლით. შესანიშნავი გარიგებით. ვიქტორი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა, ის მუდმივად ავლენს მაღალი კლასის ცენტრალური თავდამსხმელისთვის საჭირო თვისებებსა და მონდომებას. მისი ფიზიკური თვისებები, ინტელექტი და შრომისმოყვარეობა მას ჩვენი ხედვის იდეალურ განსახიერებად აქცევს“, - თქვა „არსენალის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეა ბერტამ.

გასულ სეზონში „სპორტინგის“ თავდამსხმელმა ყველა შეჯიბრში 52 მატჩი ჩაატარა, 54 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097035