„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა მერსისაიდელების საზაფხულო ტრანსფერების შესახებ.
„ვფიქრობ, ადრეც ვთქვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩვენი შემადგენლობით. ეს გასულ სეზონში ახალი მოთამაშეების არ შეძენით ვაჩვენეთ. ჩემპიონატი მოვიგეთ, მაგრამ ჩვენს გარშემო - პრემიერლიგაში, ევროპაშიც, ყველა ეს გუნდი ცდილობს თავისი შემადგენლობის გაძლიერებას. ასე რომ, თუ იგივეს არ გავაკეთებთ, ალბათ ვეღარ შევძლებთ გამარჯვებას.
ამიტომ, გაუმჯობესება გვჭირდება - ფეხბურთელები, რომლებიც დარჩნენ და ჩვენ ვეცადეთ ახალი ენერგიის, ასევე „იარაღის“ შემოტანა, როგორც თქვენ უწოდეთ. ვფიქრობ, ჩვენს მიერ შეძენილმა ფეხბურთელებმა ეს უკვე აჩვენეს ერთად ჩატარებულ რამდენიმე ვარჯიშსა და ჩაატარებულ თამაშებში. ახლა ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება ამას უგო (ეკიტეკე).
კარგია რაც აქამდე გავაკეთეთ, მაგრამ უკვე კმაყოფილები ვართ იმითაც, რომ შევინარჩუნეთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც გასულ სეზონში კონტრაქტები ჰქონდათ გასახანგრძლივებელი“, - ციტირებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი სლოტის სიტყვებს.
ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა ამ ზაფხულს ტრანსფერებზე 308,6 მილიონი ევრო დახარჯა ხუთ ფეხბურთელზე.