ფეხბურთი

0:34 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

კაპანაძის საგოლე პასი და გაგუას დებიუტი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „დუნაისკა სტრედა“ „მიხალოვცეს“ დაუზავდა (1:1), ცოტნე კაპანაძემ კი სეზონი საგოლე პასით დაიწყო.

67-ე წუთზე მასპინძლებმა ვიქტორ ჯუკანოვიჩის გოლით გაათანაბრეს, რომელსაც ასისტენტობა ქართველმა მცველმა გაუწია. ცოტნე მოედანზე შეუცვლელად იყო. „დუნაისკა სტრედაში“ გიორგი გაგუას დებიუტიც შედგა, რომელიც თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. „მიხალოვცეში“ შეუცვლელად ითამაშა თორნიკე ძოწენიძემ, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„დუნაისკა სტრედა“ 3 აგვისტოს, „კოშიცეს“ ესტუმრება, „მიხალოვცე“ „კომარნოს“ უმასპინძლებს.

სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ სტუმრად „პრეშოვს“ დაუზავდა (2:2), ხოლო გურამ კაშიას არ უთამაშია. ვლადიმირ ვაისის გუნდი მეორე ტურში 2 აგვისტოს, „პოდბრეჟოვას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092815