მეკარე ლუკას პერი „ლიდს იუნაიტედს“ შეუერთდა. ინგლისურმა კლუბმა ამის შესახებ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა. „ლიონის“ ყოფილ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი. ფეხბურთელს ჯერ კიდევ სამუშაო ნებართვის აღება და სამედიცინო შემოწმების გავლა სჭირდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლიდსმა“ მეკარეში 15 მილიონი ევრო გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში 2024/2025 წლების სეზონის ბოლოს გადავიდა და ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე შვიდი ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
გასულ სეზონში ჟორჟ მიქაუტაძის თანაგუნდელმა პერიმ, ლიგა 1-ში 33 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაუშვა.