ფეხბურთი

11:45 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „ყველა ახალმა მოთამაშემ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება, მალე კიდევ უკეთესი იქნება“

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა, „მილანთან“ ამხანაგური მატჩის (2:4) შემდეგ, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეხმარება ახალ მოთამაშეებს გუნდში ადაპტაციაში.

„ამაში დიდი ძალისხმევა ჩავდე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ადამიანებმა, რომლებიც ასეთ დიდ კლუბში, როგორიცაა „ლივერპული,“ თავს შინ გრძნობენ და მაშინვე აჩვენონ თავიანთი საუკეთესო თვისებები. როდესაც გუნდში მოვედი, აქ უკვე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, ამიტომ მაშინვე შემეძლო მეჩვენებინა, რისი უნარიც მქონდა. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ადაპტაციისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს ნორმალურია, მაგრამ დღეს ყველა ახალწვეულმა შეძლო საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება, მომავალში კიდევ უკეთესი იქნება

მაქვს ასეთი განცდა, ეს არა მხოლოდ მე მეხება, არამედ კლუბის ყველა ძველ მოთამაშეს, რომ უფრო გამოცდილ მოთამაშეებს ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ყველაფერი მათ ხელშია: ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ასე შევხდებით ახალ სეზონს,“ - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170701