ფეხბურთი

12:20 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ემერსონი სამშობლოში დაბრუნდა

ბრაზილიელი მცველი ემერსონ როიალი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს.

ემერსონი ახლოს იყო „ბეშიქთაშში“ გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში „ფლამენგო“ ჩაერთო, რომელმაც თურქულ კლუბს აჯობა და ფეხბურთელს კონტრაქტი 2028 წლის დეკემბრამდე გაუფორმა.

ემერსონი ბოლოს „მილანში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „პონტე პრეტას“, „ატლეტიკო მინეიროს“, „ბეტისის“, „ბარსელონას“ და „ტოტენჰემის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090846