ფეხბურთი

13:47 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ჩაკვეტაძე ისევ სურს

„ვალენსიას“ „უოტფორდიდან“ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება ისევ სურს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

მთავარი მწვრთნელი კარლოს კორბერანი ელოდება, რომ გუნდს რომელიმე ნახევარმცველი დატოვებს, მის შემცვლელად კი, ჩაკვეტაძეს განიხილავს.

„ლოს ჩეს“ მიზანია ჩაკვეტაძის იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადაბირება, მაგრამ ინგლისელებს სხვა გეგმები აქვთ - ქართველს 25 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც „ვალენსიასთვის“ ძალიან დიდი თანხაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 2023 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091999