ფეხბურთი

14:30 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ვეტერანი გერმანელი ნახევარმცველი თომას მიულერი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

გერმანელმა ფეხბურთელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო და მოლაპარაკებებს „ვანკუვერთან“ აწარმოებს. ჯერჯერობით, კონტრაქტის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ თომას მიულერმა „ბაიერნში“ 756 მატჩში 250 გოლი გაიტანა და 274 საგოლე პასი გააკეთა. მან 33 ტიტული მოიგო, მათ შორის, 13-ჯერ ბუნდესლიგა, 6-ჯერ გერმანიის თასი, 8-ჯერ გერმანიის სუპერთასი, ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161086