ფეხბურთი

15:12 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო ფელიქსი საუდის არაბეთში ტრანსფერს დათანხმდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ჟოაო ფელიქსი კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს. პორტუგალიელი თითქოს „ბენფიკაში“ დაბრუნებასთან ახლოს იყო, მაგრამ ვითარება სწრაფად შეიცვალა.

ფელიქსის სანაცვლოდ არაბული კლუბი 52 მილიონ ევროს გადაიხდის და პორტუგალიელ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუფორმებს.

ის „ბენფიკას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2018-2019 წლების სეზონში 43 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

ჟოაო ფელიქსმა ამის შემდეგ „ატლეტიკოში“, „ჩელსიში“, „ბარსელონასა“ და „მილანში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091546