ფეხბურთი

16:52 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დიასი "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოსაა

„ლივერპულის“ ფეხბურთელი ლუის დიასი ახლოსაა მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერთან. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და დეტალები ზუსტდება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კოლუმბიელის სანაცვლოდ გერმანული გრანდი 75 მილიონ ევროს გადაიხდის და კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.

არნე სლოტმაც დაადასტურა, რომ კოლუმბიელის ტრანსფერი შანსი არსებობს და ამიტომაც, ის "მილანის" წინააღმდეგ არ ათამაშა.

ლუის დიასი „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობს და 148 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პორტუს“, „ატლეტიკო ჟუნიორისა“ და „ბარანკილას“ ღირსებას იცავდა.

0.093033