ფეხბურთი

18:00 | 27.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის მე-18 ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „მეიჟუ ჰაკა“ 3:0 დაამარცხა და სამივე გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს კიდევ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, ორწუთიან ინტერვალში. ვაკომ უგოლო სერია დაასრულა, რომელიც სათავეს 17 მაისიდან იღებდა.

სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა ჰეთ-თრიქი მეორედ შეასრულა. მას 18 მატჩში 11 გოლი დაუგროვდა, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს ერთადერთი გოლით ჩამორჩება.

„შანდონ ტაიშანი“ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 აგვისტოს, „შენგდუს“ ესტუმრება.

0.099074