ფრანგული მედია წერს, რომ „სენტ ეტიენი“ ლუკა სტასინს, ზურიკო დავითაშვილსა და პიერ ეკვას არ გაყიდის, თუ მისთვის ხელსაყრელ შეთავაზებას არ მიიღებს.
როგორც ფრანგები იტყობინებიან, დავითაშვილს სურს კლუბის დატოვება, მაგრამ ჯერ შეთავაზება არ მიუღია.
„ზურიკო დავითაშვილის საქმე უფრო რთულია. ქართველ შემტევ ნახევარმცველს „პარიზის „წინააღმდეგ არ უთამაშია და, როგორც ჩანს, წინასასეზონო შეკრებაზე სრულად ვერ ემზადება.
ფეხბურთელს „სენტ ეტიენის“ დატოვება სურს. ის მისი პროფილით დაინტერესებული კლუბებისგან კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია. ეს გაურკვევლობა წინასასეზონო მზადებაზე უარყოფითად მოქმედებს: ჰორნელანს არ შეუძლია დაეყრდნოს მოთამაშეს, რომლის მომავალიც გაურკვეველია და კლუბს არ შეუძლია სხვა რგოლების გასაძლიერებლად პოტენციურ ტრანსფერზე დაყრდნობა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა გასულ სეზონში 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. „სენტ ეტიენი“ მას დაახლოებით 15-20 მილიონ ევროდ აფასებს.