გერმანიის ნაკრებისა და „შტუტგარტის“ ფორვარდი ნიკ ვოლტემადე „ბაიერნში“ გადასვლას უახლოვდება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ტრანსფერი 50 მილიონ ევროდ განხორციელდება. თავის მხრივ, ფეხბურთელთან „რეკორდმაისტერი“ 2030 წლამდე კონტრაქტზე დიდი ხანია შეთანხმებულია.
23 წლის ვოლტემადემ გასულ სეზონში 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან ცოტა ხნის წინ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სადაც 6 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.