ლისაბონის „სპორტინგი“ „ალმერიდან“ კოლუმბიელ ფორვარდს, ლუის სუარესს დაიმატებს. ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
„სპორტინგი“ სუარესის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსად 5 მილიონიც დაემატება. ის ვიქტორ გიოკერეშს შეცვლის, რომელიც „არსენალში“ გადავიდა და კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
27 წლის ლუის სუარესი „ალმერიაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 58 მატჩში 37 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლეონესის“, „უოტფორდის“, „ხიმნასტიკის“, „სარაგოსას“, „გარანადას“ და „მარსელის“ წევრი იყო.