ინგლისი ქალთა ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. სარინა ვიეგმანის გუნდმა ფინალში ესპანეთის ნაკრებს აჯობა.
შეხვედრა, როგორც ფინალს შეეფერება, დაძაბული გამოდგა. ესპანეთი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. არც ის, რომ 25-ე წუთზე მარიონა კალდენტეის გოლით ესპანეთი წინ გავიდა და დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ალესია რუსომ გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, არც ძირითადში და არც დამატებითში.
პენალტების სერიაში კი, ინგლისმა 3:1 მოიგო და ისტორიაში მეორედ, თანაც ზედიზედ, გახდა ევროპის ჩემპიონი. ეს იმის მიუხედავად, რომ მეოთხედფინალში შვედეთთან და ნახევარფინალში იტალიასთან პრაქტიკულად გავარდნილი იყო, მაგრამ ორჯერვე სასწაულებრივ შეატრიალა თამაში.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე ისევ უტიტულოდაა, მეტიც, „ლა როხასთვის“ ეს პირველი ფინალი იყო ევროპის ჩემპიონატზე.
ინგლისი - ესპანეთი 1:1 პენ: 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 კალდენტეი (25), 1:1 რუსო (57)