საქართველოს თასის გათამაშება გრძელდება, სადაც მორიგი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.
გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ სტუმრად აჯობა, პენალტების სერიით. მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო საფეხბურთო ლატარიაში გორელებმა იმარჯვეს (5:4) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.
„იბერია 2“-სა და „რუსთავის“ მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომელშიც გამარჯვებული 120 წუთში ვერ გამოვლინდა - 2:2. პენალტების სერია „რუსთავმა“ მოიგო 4:3.
დღის მესამე მატჩის ბედიც პენალტების სერიამ გადაწყვიტა. „სიონმა“ და „დინამო ბათუმმა“ როგორც ძირითად, ისე დამატებით დროში თითო გოლი გაცვალეს და მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტებში აჭარლები უფრო ზუსტი იყვნენ - 4:1.
მანამდე, 26 ივლისს, თბილისის „ლოკომოტივმა“ 2:1 აჯობა „შტურმს“, „სამტრედიამ“ 3:0 დაამარცხა „ოდიში“, ხოლო „მეშახტემ“ მარტვილის „მერანი“ – 3:1. შესაბამისად, ისინიც მეოთხედფინალში არიან.
„იბერია“ – „ტორპედოსა“ და „სპაერი“ – „კოლხეთის“ მერვედფინალური მატჩები გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება.